ქალთა უნაყოფობის მკუნალობა.

 

თქვენ მშობლები გახდებით!

სამწუხაროდ ქალთა უნაყოფობა – ერთ ერთი სერიოზული პრობლემაა ბევრ ახალშექმნილ ოჯახებში. უნაყოფობის ფაქტი დგინდება როდესაც ქალი, რეგულარული სქესობრივი აქტის შემთხევაში და კონტრაცეპციის გარეშე, ვერ ორსულდება 1 წლის განმავლობაში. დაახლოვებით 20–30%–ში უნაყოფობა გამოწვეულია ორივე პარტნიორის რეპროდუქტიული სისტემის დარღვევით. 

პრობლემის მიზეზის გამოსაკვლევად ცოლქმარმა ორივემ უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა. სტატისტიკურად 30%–ში უნაყოფობა გამოწვეულია ქალის პრობლემებით და 50%–ში მამაკაცის. ამიტომ ძალიან ვნიშნელოვანია რომ გამოკვევა ჩაიტაროს ცოლქმარმა ერთად

ზუსტი დიაგნოზი – წარმატებული მკურნალობის საწინდარია!

არსებობს პირველადი და მეორადი უნაყოფობა. პირველ შემთხვევაში ქლი არასოდეს არ იყო ორსულად და მეორეში ერთხელ მაინც იყო დაორსულებული. უნაყოფობის მიზეზები

  • ფალოპის მილების ანატომიური ან ფიზიოლოგიური პათოლოგია (გაუმტარიანობა, პერისტალტიკის დარღვევა),
  • მცირე მენჯის ორგანოების სპაიკები,  
  • საშვილოსნოს ლორწოვანის პათოლოგიური პროცესი.

 

ქალთა უნაყოფობის დიაგნოსტიკისთვის საჭირო ანალიზები:

  • იმუნო–ფლუორესცენტური დიაგნოსტიკა სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიების გამოსავლენათ.
  • ბაქტერიოლოგიური გამოკვევა – კეთდება დათესვა მიკროფლორაზე და საშვალებას გვაძლევს გამოვავლინოთ მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა, კანდიდა, პათოგენური მიკროფლორა.
  • იმუნოფერმენტული ანალიზი (იფა) – სისხლის ანალიზი ციტომეგალოვირუსის, ჰერპესის, ქლამიდიის, ტოქსოპლაზმის ანტისხეულების გამოსავლენად.
  • ნაცხის ანალიზი საშოს, საშოს ყელის და ურეთრის მიკროფლორაზე.
  • სისხლის ანალიზი სიფილისზე (RPR) და სპიდზე (ANTI-HIV).
  • მცირე მენჯის რენტგენოგრაფია (ფალოპის მილების გამტარიანობაზე).
  • სისხლის ჰორმონალური გამოკვლევა.
  • შუვარსკის პრობა ცოლქმარის შეუთავსებლობაზე. ნაცხის გამოკვევა ცერვიკალური არხიდან სქესობრივი აქტიდან 3 საათის შემდეგ.

ენდოკრინული უნაყოფობა.

ენდოკრინული უნაყოფობა – დაახლოვებით ერთი მესამედი ყველა სახის უნაყოფობებიდან.

ჰორმონალური ცვლილებები შეიძლება იყოს გამოწვეული შემდეგი მიზეზებით:

  • ჰიპერპროლაქტინემია (ჰიპოფიზის და ჰიპოტალამუსის ფუნქციონირების დარღვევა);
  • ჰიპერანდროგენია (მამაკაცთა ჰორმონების მომატება ქლის ორგანიზმში);
  • პოლიკისტოზური საკვერცხეები;
  • საკვერცხეების ჰორმონებზე დაქვეითებული მგრძნობელობა.

ქალთა უნაყოფობის ჰორმონალური მკურნალობა.

ჰორმონალური მკურნალობა რეკომენდებულია ჰორმონალური დარღვევების დიაგნოსტირების დროს. ტარდება ძილითადი მიზეზის მოცილება რომელიც უშლის ხელს ორსულობის დადგენას.

 ექიმი უნიშნავს პაციენტს სპეციალურ პრეპარატებს რომელიც მოქმედებს კვერცხუჯრედის მომწიფების სიჩქარეზე. თერაპია ტარდება ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ.

მამაკაცებში ჰორმონალური დარღვევები უფრო იშვიათია. თუ ასეთი დარღვევა დადგინდა ექიმი უნიშნავს ჰორმონალურ თერაპიას.

ხელოვნური ინსემინაცია.

ხელოვნური ინსემინაცია – საშვილოსნოში ქმრის სპერმის შეყვანა.

ინსემინაციის წინ ქალს უტარდება საკვერცხეების სტიმულაცია ჰორმონალური პრეპარატებით, ექოსკოპიის კონტროლის მეშვეობით დგინდება ფოლიკულის მომწიფება. ოვულაციის დროს ხდება მომზადებული სპერმის შეყვანა საშვილოსნოში.

ხელოვნური ინსემინაცია არ არუს მტკივნეული. ეფექტურობა კლინიკა "ელიტა"–ში შეადგენს 45%–ს. 

შანსი არის ყოველთვის!

ჩვენი კლინიკის ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანის ორგანიზმი ყოველთვის იცვლება, ვითარდება და თუ თქვენ დაგისვეს უნაყოფობის დიაგნოზი ფარხმალს ნუ დაყრით. თანამედროვე მედიცინის პირობებში ყოველთვის არის დაორსულების შანსი. ჩვენ გაგიწევთ კვალიფიცირებულ დახმარებას! 

 

კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ ტელ: +995 (422) 274 555. WhatsApp: +995 511 274 555.  


მისამართი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 63. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 17:00 საათამდე, შაბათი: 10:00-დან 13:00 საათამდე.