მამაკაცთა უნაყოფობა.

მამაკაცთა უნაყოფობა არი უფრო ხშირი (50%) ვედრე ქალთა (30%).

მამაკაცთა უნაყოფობა დგინდება სპერმის ანალიზით. მიზეზები არის ქრონიკული და ინფექციური დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. 

მამაკაცთა უნაყოფობა და მისი მკურნალობა არის თანამედროვე მედიცინის ერთერთი პროირიტეტული მიმართულება და ამ მხრივ არის მიღწეული სათანადო შედეგები. 

გამოკვლევების დაწყება უნდა პირველ რიგში სპერმოგრამით. კლინიკა "ელიტა"–ში ტარდება კვალიფიცირებული, ზუსტი გამოკვლევები, ნორმალურ ფასათ. 

განფასება:

პროცედურა
ღირებულება
ანდროლოგის კონსულტაცია             60 ლარი.
სპერმოგრამა             40 ლარი.
სასქესო ორგანოების შემოწმება             20 ლარი.
დიაგნოსტიკა RPR, AIDS, С და В ჰეპატიტები             40 ლარი.
სქესობრივი აქტით გადამდები ინფექციების გამოკვლევა PCR-მეთოდით           310 ლარი.
ჰორმონები             25 ლარიდან.
   
   

 

 

მამაკაცთა უნაყოფობის ფორმები:

1. მამაკაცთა უნაყოფობის ობტურაციული ფორმა.

მამაკაცთა უნაყოფობის ობტურაციული ფორმის მიზეზები:

  • სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის შემდგომი გართულებები (ყველაზე ხშირი – სათესლე ჯირკვლის დანამატი) 
  • სათესლე ორგანოების ტრავმები და პოსტოპერაციული გართულებები. 
  • სათესლე ჯირკვლის დანამატის სიმსივნე ან კისტა.
  • გართულებები გამოწვეული ტუბერკულოზით ან სიფილისით. 

მამაკაცთა ობტურაციული უნაყოფობის მკურნალობა.

ობტურაციული უნაყოფობის მკურნალობა – ქირურგიულია. კეტდაბა ოპერაციები მილების გამტარიანობის აღსადგენათ. 

2. მამაკაცთა უნაყოფობის სეკრეტორული ფორმა.

მამაკაცთა უნაყოფობის სეკრეტორული ფორმის დროს სათესლე ჯირკვლები არ გამოყოფს სპერმატოზოიდების საჭირო რაოდენობას, რის გამოც ვერ ხერხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ამის გარდა შესაძლებელია სპერმატოზოიდებს ქონდეს დაფექტები ან მოძრაობის დაქვეითება. 

მამაკაცთა სეკრეტორული უნაყოფობის მიზეზები: 

  • ვარიკოცელე – მარცხენა სათესლე ჯირკვლის ვარიკოზი;
  • ჰიდროცელე, თიაქარი;
  • კრიპტორქიზმი; 
  • პაროტიტი;
  • ჰორმონალური ფონის დარღვევა; 
  • ადრე გადატანილი სიფილისი, ტუბერკულოზი; 
  • ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედება, რადიოაქტიური დასხივება, ჰიპერთერმია; 
  • ეკოლოგია, სტრესები, ქრონიკული დაღლილობა, ცილის და ვიტამინების ნაკლებობა, ალკოჰოლიზმი, მწეველები, ნარკოტიკების მომხმარებლები.

მამაკაცთა სეკრეტორული უნაყოფობის მკურნალობა.

მკურნალობის მეთოდები:

  • ქირურგიული ჩარევა (ვარიკოცელე, ჰიდროცელე);
  • ინფექციებზე მკუნნალობა (ტიფი, სიფილისი, ტუბერკულოზი);
  • ანტების საწინააღმდეგო მკურნალობის კომპლექსი;
  • სპერმატოგენეზზე უარყოფიტად მომქმედი პრეპარატების მოხსნა;
  • ცხოვრების წესის შეცვლა, ორგანიზმზე უარყოფითი ფაქტორების მოქმედების თავიდან აცილება;
  • ჰორმონალური თერაპია;
  • სათესლე ჯირკვლების მასტიმულირებელი თერაპია (მცენარეული და ბიოპრეპარატები, ვიტამინები).

3. მამაკაცთა უნაყოფობის იმუნოლოგიური ფორმა.

იმუნოლოგიური უნაყოფობა – იშვიათი ფორმაა. 

იმუნოლოგიური უნაყოფობის ფიზიოლოგიური საფუძველია – ანტისპერმალური ანტისხეულები და ანტიტესტიკულარული ანტისხეულები.

ანტისხეულები შეიძლება იყოს როგორც მამაკაცის ეაკულატში, ასევე ქალის ცერვიკალური მილის ლორწოში. ანტისხეულების ნეგატიური მოქმედება – სპერმატოგენეზის დარღვევა (კლებულობს რაოდენობა, მოძრაობის დარღვევე).

მამაკაცთა იმუნოლოგიური უნაყოფობის მიზეზები:

  • ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • ანატომიური პათოლოგიები;
  • პოსტტრავმატული და პოსტოპერაციული გართულებები.

მამაკაცთა იმუნოლოგიური უნაყოფობის მკურნალობა

ანტისპერმალური ანტისხეულების აღმოჩენისას პაციენტს უტარდება თერაპია გლუკოკორტიკოსტეროიდებით. დამატებით უტარდება პლაზმფერეზის კურსი და იმუნოგლობულინების ინტრავენური შეყვანა. 

თუ ცოლქმარის HLA-შეთავსების პრობლემაა ქალის ორსულობის დრორ კანქვეშ შეგვყავს მამაკაცის ლიმფოციტები ანტისხეულების გამომუშავების სტიმულაციის მიზნით.

მამაკაცთა იმუნოლოგიური უნაყოფობის დროს ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ეკსტრაკორპორალური განყოფიერება ან ხელოვნური ინსემინაცია.

 

რომელ ექიმს უნდა მიმართოს პაციენტმა მამაკაცთა უნაყოფობის დროს

  • ენდოკრინილოგი–ანდროლოგი
  • უროლოგი–ანდროლოგი

 

კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ ტელ: +995 (422) 274 555. WhatsApp: +995 511 274 555.  


მისამართი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 63. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 17:00 საათამდე, შაბათი: 10:00-დან 13:00 საათამდე.