უროლოგია და ანდროლოგია.

       ჩვენი კლინიკა გთავაზობთ საუკეთესო სპეციალისტების მომსახურებას, რომლებიც მზად არიან სწრაფად დაგეხმარონ უროგენიტალურ ზონასთან დაკავშირებული დაავადებებისგან თავის დაღწევაში და უნაყოფობის პრობლემების გადაჭრაში. მაღალკვალიფიციური უროლოგი, ანდროლოგი დასვამს დიაგნოზს კვლევების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, დანიშნავს ეფექტურ მკურნალობას ან აგიხსნის პროფილაქტიკის მეთოდებს.
 
       სამწუხაროდ, მაშინაც კი, თუ თქვენ ვერ შეამჩნევთ დაავადების თვალსაჩინო ნიშნებს, ეს არ ნიშნავს, რომ არ გჭირდებათ სპეციალისტის კონსულტაცია. ქრონიკული ან ლატენტური ინფექციები შეიძლება იყოს ორგანიზმში უსიმპტომოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამიტომ, უროლოგთან, ისევე როგორც ამ სფეროს სხვა ექიმებთან რეგულარული ვიზიტები პრობლემების დროული იდენტიფიცირების მიზნით, ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ ეტაპზე სწრაფად ჩაქრობას. თუ შეამჩნევთ რაიმე სიმპტომს ან ცვლილებას თქვენს სხეულში, გირჩევთ დანიშნოთ ექიმთან ვიზიტი რაც შეიძლება მალე.
 
       ჩვენს კლინიკაში მუშაობენ მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები: უროლოგ-ანდროლოგი; ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის სადიაგნოსტიკო მეთოდებს ნებისმიერი დაავადების ადრეული გამოვლენისთვის. გარდა პროფესიული კონსულტაციებისა, ჩვენთან შეგიძლიათ გაიაროთ ექსპრეს დიაგნოსტიკა და ჩაიტაროთ 50-მდე ლაბორატორული გამოკვლევა, მათ შორის გადაუდებელი.
 
მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებების მკურნალობა - ანდროლოგთან ვიზიტი კლინიკა ელიტაში:
 
       ჩვენთან მოსვლისას, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ გამოცდილი სპეციალისტის ხელში მოხვდებით, ჩვენმა ექიმებმა უკვე დაეხმარნენ ასობით პაციენტს გამოჯანმრთელებაში. სექსუალური დისფუნქციების და უნაყოფობის პრობლემების მკურნალობისას საჭიროა გარკვეული დელიკატურობა, რადგან დადებითი შედეგისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების მაჩვენებელს. კვალიფიციური ანდროლოგები, უროლოგები და სხვა სპეციალისტები დაგეხმარებიან სექსუალური ცხოვრების პრობლემებისა და უსიამოვნებების გამკლავებაში. ჩვენი სპეციალისტები ატარებენ საკუთარ კვლევებს მამაკაცის უნაყოფობისა და სექსუალური დისფუნქციის მკურნალობის უახლესი მეთოდების შესამუშავებლად.
 
 
       აქ შეგიძლიათ გაიაროთ ყოვლისმომცველი სამედიცინო გამოკვლევა, მათ შორის უახლესი კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მეთოდები სხვადასხვა დაავადების გამოკვლევისთვის:
• გენიტალური ინფექციები
• ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ორქიტი და სხვ.)
• სექსუალური დარღვევები
• მამაკაცის უნაყოფობა
•პროსტატის ადენომა
•სხვა დაავადებები
 

 

კონსულტაციაზე ჩაწერა შეგიძლიათ ტელ: +995 (422) 274 555. WhatsApp: +995 511 274 555.  


მისამართი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 63. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 17:00 საათამდე, შაბათი: 10:00-დან 13:00 საათამდე.